logo
ENG



ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - მოძრაობა შეცვალეს სასამართლოს დაბოქლომების უფლება არ მისცეს

21 ნოე 201913:37
3 წუთის საკითხავი
 
afbllrg4o8qhess.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების პროცესი უნდა გამართულიყო, ხმაური იყო. ადგილზე მოძრაობა "შეცვლაეს" აქტივისტები იყვნენ მისულები. მათ სასამართლოს ეზოს კარებზე ბოქლომის დადება უნდოდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება მათ არ მისცა. აღნიშნულს მცირე დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ბოქლომები წაართვეს. როგორც მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აცხადებენ, სასამართლოს ეზოს კარზე ბოქლომის დაკიდებით, მათ სურდათ, რომ საზოგადოებისთვის სასამართლოს ფორმალური არსი ეჩვენებინათ. მათივე თქმით, სასამართლომ გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლო საზოგადოებისთვის დახურულ ინსტიტუტად და ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად იქცა.

გვინდოდა ბოქლომის დადება, მაგრამ პოლიციამ ძალის გამოყენებით წაგვართვა ეს ბოქლომები. მათ ჩვენი თავისუფალი გამოხატვის უფლება უკანონოდ აღუკვეთეს“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა. 

 

 

 

 

 


close დახურვა