ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის თქმით, ხმელნიცკიზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
"შეპეტოვსკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ხანძარი ლოკალიზებულია. ახლა იქ საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური მუშაობს," - თქვა ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გამალი აღნიშნავს, რომ დაშავებულთა შორის 1 ქალია, 2 კი ბავშვი. მისი განცხადებით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.