ხობში 50 წლამდე კაცი დაჭრეს.
ფორმულას ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.
დაჭრილი კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ბრალდებული დაკავებულია და ფოთის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.