logo
ENG



ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

28 იან 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. გუგა ბარბაქაძის უფლებადამცველის განცხადებით, სამართლებრივად არ არის გამორიცხული, განაჩენის გამოცხადება გადაიდოს. მისი თქმით, მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც ბარბაქაძის უდანაშაულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გუგა ბარბაქაძის ბრალეულობას ადასტურებს, მისივე თქმით, ბარბაქაძესთან ბრალდების მხარემ წარადგინა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებით. 

როგორც კი დასრულდება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ბრალდების მხარე წარადგენს შესაგებელ პოზიციას მის საჩივართან მიმართებით, ამის შემდგომ, ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს ორივე ეპიზოდში გუგა ბარბაქაძის მიმართ ბრალეულობის საკითხს, ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ბრალდების მხარემ უკვე წარადგინა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებით მეორე მსჯავდებულ, გიორგი ჯანაშიასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებითაც მიგვაჩნია, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და დასაბუთებულ პოზიციას“, - განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

 


close დახურვა