logo
ENG



ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

22 დეკ 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
2lqw3qtuf4hf3f6.jpg

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე 11 კანდიდატი იყრის კენჭს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა ემხრობას ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს და მის მთავარ ოპონენტს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზორან მილანოვიჩს. რეიტინგში მესამე ადგილზე ხორვატიაში პოპულარული მუსიკოსია. ის დამოუკიდებელი კანდიდატია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს. ასეთ შემთხვევაში კი არჩევნების მეორე ტური ხორვატიაში ორ კვირაში გაიმართება. 


close დახურვა