logo
ENG



ხოშტარია: არ ვიღებთ ამ თამაშის წესებს, არჩევნების მეორე ტური არ იქნება

02 ნოე 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან ერთად, არც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ისინი არ შეეგუებიან იმას, რომ ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპაროს.

"ძალიან მტკიცე ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და შესაბამისად, ცხადია, არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას. არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი.

ბევრი განხილვა ამას არ უნდა და ცხადია, რომ ამ ხელისუფლების მიერ არჩევნების მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ. ჩვენ არ ვიღებთ ზოგადად ამ თამაშის წესებს არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით, ამიტომ ცხადია, არჩევნების მეორე ტური არ იქნება", - განაცხადა ხოშტარიამ.

ევროპული საქართველო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს, შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ გადაწყვეტილებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც მალე მიიღებენ.


close დახურვა