logo
ENG



ხოშტარია: ოცნებამ ვერ აიღო მართვის მანდატი, არ ვაპირებთ 1,2%-ზე ვაჭრობას, 4-ზე პარლამენტთან

01 ნოე 202015:14
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ოცნებამ ვერ აიღო მართვის მანდატი, არ ვაპირებთ 1,2%-ზე ვაჭრობას, 4-ზე პარლამენტთან

ევროპული საქართველოს წევრი Facebook-ზე ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგს აფასებს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღო მართვის მანდატი. 

ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს აუქმებს.

"დიდი მადლობა ვაკის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ქართულმა ოცნებამ ვერ აიღო მართვის მანდატი, მათ შორის არც ვაკეში. ეს რეალობა ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნები არა თუ გაყალბებულია, ბიძინა აუქმებს როგორც ინსტიტუტს და ამას არავინ შეეგუება. არავინ არ აპირებს გაჩერებას და 1,2%-ზე ვაჭრობას. 4-ზე პარლამენტთან", - წერს ხოშტარია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% -  3 726 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07% 

ევროპული საქართველო - 3,79%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,18%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,92%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 


close დახურვა