logo
ENG



ჯანდაცვა: ონკოპაციენტები თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკებში მიიღებენ

16 ივლ 202411:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/keskh2neirza2bo.jpg

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

უწყების ცნობით, ონკოლოგიურმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა უწყების ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.

"ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება - მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

[...] დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან", – წერს სამინისტრო.

ონკოლოგიური ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები შედიან.


close დახურვა