logo
ENG



ხოშტარია სააკაშვილის განცხადებაზე: ვირუსს არ აქვს მოქალაქეობა

30 იან 202023:02
3 წუთის საკითხავი
 
r6qmi504xjrc7ka.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კორონავირუსზე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვირუსს არ აქვს მოქალაქეობა.

„ვირუსს არ აქვს მოქალაქეობა, ეთნოსი, გენდერი და ნაციონალობა და ორიენტაცია კიდე, ყველას შეიძლება დაემართოს. რა მოქალაქეების შეზღუდვაზეა ლაპარაკი, რაის ჩინელები“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი 170 ამდე გაიზარდა, ინიფიცრებულთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოს ერთ მოქალაქეს ამოწმებენ, რომელიც უხანიდან ორი კვირის წინ ჩამოვიდა. დღეს უკვე შეამოწმეს 2 არასრულწლოვანი ჩინეთის მოქალაქე, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ მათ A ტიპის გრიპი დაუდგინდათ.


close დახურვა