logo
ENG



ხოშტარია უგულავას საქმეზე: ხელისუფლებას სჭირდება ძალადობრივი გზით ძაალაუფლების შენარჩუნება

10 თებ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება რეპრესიებზეა გადასული, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, ასევე ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხი საერთაშორისო განცხადებებზე, რომლებიც მათ პოლიტიკოსების ლიდერების დაჭერასთან დაკავშირებით გააკეთეს.

„ამ ეტაპზე ხელისუფლება არც კი ცდილობს რო რამე დაასაბუთოს ან ახსნას ღიად გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ დავიჭერთ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭირა, უბრალოდ ღიად აცხადებს, რომ იქნება რეპრესიები, იმიტომ რომ ის არჩევნებს ვერ იგებს და მას სჭირდება ძალადობრივი გზით ძალაუფლების შენარჩუნება. გიგი უგულავა არის მშვიდი და მტკიცე, ოპოზიცია არის კიდევ უფრო კონსოლიდირებული და ჩვენ ვნახავთ საერთაშორისო რეაქციასაც, რომელსაც ამ გადაწყვეტილებით სილა გააწნა ბიძინა ივანიშვილმა“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

 


close დახურვა