logo
ENG



ხუთი დღე ევროკომისიაში სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებამდე

03 ნოე 202320:47
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიაში სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებამდე ხუთი დღით ადრე თბილისიდან კიდევ ერთი მიმართვა გაიგზავნა. სამოქალაქო სექტორის ერთიანი პოზიციის შემდეგ, საერთო განცხადებით ევროკომისიის პრეზიდენტს ოპოზიციონერმა ქალებმა მიმართეს, თხოვნა - ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. დეპუტატები წერენ, რომ  ფუნდამენტური რეფორმები კვლავ გასატარებელია, მაგრამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეებისა და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე - მაინც უნდა მიენიჭოს. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის ფონზე მმართველი გუნდი ისევ ბრალდებების რეჟიმშია.


close დახურვა