logo
ENG



ხულორდავა: რადიკალიზაცია არაა გამოსავალი

19 ნოე 201921:18
3 წუთის საკითხავი
 
h53j0b0qtgkoz2a.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ გამბედაობა და დაახლოონ პოზიციები.

„აქციის დაშლა არაა გამოსავალი. საერთოდაც რადიკალიზაცია არაა გამოსავალი. ხალხი, რომელსაც ქვეყნის წინ წაყვანა უნდა შეჯერდეს იმაზე, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესების გზით უნდა წავიდეს. ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა, რომ დავაახლოოთ პოზიციები და გავიხედოთ წინ და არ უნდა მოხდეს რადიკალიზაცია," - განაცხადა ხულორდავამ. 

შეგახსენებთ, რომ ხულორდავამ და კიდევ 5-მა დეპუტატმა „ოცნება“ მას შემდეგ დატოვა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.


close დახურვა