ხულო - ზარზმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გოდერძის უღელტეხილთან ხევში გადავარდა.
დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორი კი მსუბუქად არის დაშავებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოთხივე მგზავრი ადიგენის სოფელ ლელოვნიდანაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. ეს კი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.