logo
ENG



ხუნდაძე გახარიას გადადგომის შემდეგ: გუნდში დაპირისპირება არ არის

18 თებ 202113:21
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის შემდეგ ამბობს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის.

"გუნდში დაპირისპირება არ არის. გახარიამ გააკეთა ის, რაც გააკეთა. მერჩივნა, რომ ის ყოფილიყო პრემიერად", - თქვა ხუნდაძემ.

ის ამბობს, რომ გახარიას გადაწყვეტილება "არადროული იყო". რაც შეეხება კითხვას, გაამწვავდება თუ არა ეს პროცესი, ხუნდაძე ამბობს: "არავითარ შემთხვევაში არ გამწვავდება".

გუნდში დაპირისპირების შესახებ თავად გახარიამ ისაუბრა და პოსტიც ამის გამო დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

გახარიას მიერ პოსტის დატოვების შემდეგ კობახიძემაც დაადასტურა, რომ მელიას საკითხი გუნდში განიხილეს, გახარიას კი განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. 

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 


close დახურვა