ექსპერტი გია ხუხუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის საქმე სისხლისსამართლებრივი გამოძების ჩარჩოში დატოვოს.
როგორც ხუხაშვილის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის იგნორირებაც „რუსეთთან მორიგი კაპიტულაციის აქტად“ იქნება აღქმული.
„ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გაბუნიას საქმის ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩარჩოში დატოვების მცდელობას.
სინამდვილეში, ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის “წაყრუებაც” იქნება რუსეთთან მორიგ თემაზე მორიგი კაპიტულაციის აქტი.
ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია და გაქვს ილუზია, რომ დათვს თუ მოეფერები ის ამას დაგიფასებს და აღარ შეგჭამს.
მშიშარა ხელისუფალი ისევე სახიფათოა, როგორც თავზეხელაღებული“, - წერს გია ხუხაშვილი.