logo
ENG



ხუხაშვილი: ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ წავიდა რეპუტაციულ დანაკარგზე

19 ნოე 201923:57
3 წუთის საკითხავი
 
0mjwjsf1pghtdmj.jpg

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ლეგენდა იმსხვრევა.

„ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ წავიდა რეპუტაციულ დანაკარგზე, რაც მისთვის სერიოზული პრობლემაა. ივანიშვილის ძალა მარტო ფულში ხომ არაა, ეს არის მითი, ლეგენდა. ბერაიას პრინციპულობამ თამაშიდან გაიყვანა ჩუგოშვილი. სანამ არსებობდა მითი, რომ ივანიშვილი სიტყვის კაცია, არსებობდა კონსოლიდაცია, მაგრამ ახლა შიდა რღვევა დაიწყო. არის ერთი ოლიმპოზე და დანარჩენი რუხი მასა. ნებისმიერი დამლაგებელი შეიძლება გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე და პირიქით, ოცნება ხომ სტრუქტურიზებული არაა," - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დანაპირები არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

 


close დახურვა