ტელეკომპანია „კავკასიის" მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი გადაცემაში „პოლიტიკის" ფორმულა აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას აკვიატება დაეწყო.
„ივანიშვილი არის გაბოროტებული, ნიკა გვარამიას სახით აკვიატება აქვს. ივანიშვილი შერყეული უკვე ჭკუიდან და ვეღარ ხვდება, რომ რაღაცა ზღვრები არსებობს. პროკურატურაც რას აკეთებს უკვე - იციან, რომ ივანიშვილი გაგიჟებულია და ითხოვს, რომ გვარამია დაიჭირონ. როგორც ჩანს, პროკურორები ვერ უბედავენ ივანიშვილს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. პროკურორები ხან ერთ ბრალს დაამატებენ, ხან მეორეს და აჩვენებენ ივანიშვილს, რომ საქმეში არიან და იბრძიან გვარამიას წინააღმდეგ," - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
შეგახსენებთ, გვარამიას ახალი ბრალი პროკურატურამ დღეს წაუყენა. ბრალის დადგენილებაში კი, ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი ზურაბ გუმბარიძეც არის ნახსენები. როგორც გავარმიამ განაცხადა, ბრალდება ამჯერადაც უსამართლოა და ხელისუფლება განაგრძოს მის დასჯას. თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ გზით მთავრობა ცდილობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გაკოტრებას. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გვარამიას ოჯახს “ფაქტობრივ საკუთრებაში” რუსთავი 2-ის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანა ჰქონდა.