ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე საქართველოში კორონავირუსის დადასტურებას ეხმაურება. როგორც იგი გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში" აღნიშნავს, დღევანდელ მოცემულობაში აუცილებელია ჯანდაცვის სისტემა პრობლემას შეხვდეს გამართული. ამისთვის კი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად არის მზად ქვეყანაში არსებული თითოეული კლინიკა და მისი პერსონალი კორონავირუსთან საბრძოლველად.
"საჭიროა კონკრეტული გეგმა და ციფრები. უნდა ვიცოდეთ რამდენი საწოლი გვაქვს ე.წ. ბოქსირებულ პალატაში მთელი საქართველოს მასშტაბით; ასევე რამდენი სამედიცინო პერსონალია გადამზადებული ინფექციურის გარდა. გვაქვს თუ არა შესაბამისი რაოდენობის ეკიპირება და ა.შ. ჩვენ უნდა მივიღოთ ამ კითხვებზე პასუხი",-აღნიშნა ჩიხლაძემ.