დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის პირველ შემთხვევას ეხმაურება.
გამყრელიძე, რომელიც მთავრობის სხდომას ესწრება და მინისტრებს არსებულ ვითარებას აცნობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანა მზად არის იმისათვის, რომ ქვეყანაში ვირუსი არ გავრცელდეს.
გარდა ამისა, გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც კორონავირუსი გავრცელებულია. მან მოქალაქეებს მოქალაქეებს ასევე რეკომენდაციები მიაწოდა. კერძოდ: დაიბანონ ხელები ხშირად, გაანიავონ ოთახები.
"ყველაზე დაზიანებულია სამხრეთ კორეა, შემდეგ მოდის იტალია, სინგაპური და ირანი. აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკამ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა ქვეყანას. ამის საშიშროება არის. ყველა ქვეყანა ქმნის პირად სამოქმედო გეგმას. ყველა გეგმა საჭიროებს მუდმივ განახლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან კარგი პრევენცია გატარდა ჩინეთთან მიმართებაში, რათა ვირუსი არ შემოსულიყო. თუმცა ირანში ვირუსის გაჩენის შემდეგ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ირანი მეტ საფრთხეს წარმოადგენს. ირანთან მიმართებაში სწორი ღონისძიებები გატარდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შეიძლება კიდევ იყოს შემთხვევები. პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის ეს რთული იქნება მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ამ ადამიანებს სწორი მკურნალობა ჩაუტარდეს. შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. 5 პროცენტი არის კრიტიკული შემთხვევები როდესაც სერიოზულ ჩარევას საჭიროებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველა საავადმყოფო მობილიზებულია და აღჭურვილია შესაბამისი ატრიბუტიკით.
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე მზაობა ინფეციებთან ბრძოლის ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ყოფილა ბოლო ათეული წლის განმავლობაში. ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას", - აღნიშნა გამყრელიძემ.