logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო დღეს სწრაფ ტესტებს შემოიტანს

24 მარ 202011:04
3 წუთის საკითხავი
 

 

ჯანდაცვის სამინისტრო დღეს სწრაფ ტესტებს შემოიტანს. კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ახალი ტესტები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეადან სულ 4 ეტაპად შემოვა. ისინი დაავადებას არა სისხლში, არამედ შესაბამის ბიოლოგიურ მასალაში გამოავლენს. ინფექციონისტების განმარტებით სწრაფი ტესტი ხარჯსა და პასუხის ლოდინის პერიოდს შეამცირებს. პირველი ეტაპისთვის  ხელისუფლება ტესტირებას მარნეულსა და ბოლნისის რაიონებში დაიწყებს. ასევე სწრაფი ტესტები ჩაუტარდება მედპერსონალსაც, რომლებიც Covid19 - ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა სწრაფი ტესტების ქვეყანასში შემოსტანასთან და დიაგნოსტიკური ალგორითმის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით საწყის რაოდენობას ანტიგენზე დამყარებული ტესტების რაოდენობისა, რომელიც არის ერთადერთი სწორი ლაბორატორიული მეთოდი კორონავირუსის გამოვლენისთვის შესაფერის ბიოლოგიურ მასალაში და არა სისხლში“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

 


close დახურვა