logo
ENG



ჯანდიერი: ოცნებას სურს პროკურატურას იყენებდეს, როგორც რეპრესიულ მანქანას

18 იან 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

იურისტი დავით ჯანდიერი ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად შესაძლო დანიშვნას ეხმაურება. 

როგორც ჯანდიერმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, პროკურატურა მუდმივად იყო ხელისუფლებისთვის ყველაზე ახლობელი უწყება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარედ და გენერალურ პროკურორად ნდობით აღჭურვილი ადამიანი ინიშნებოდა.

„პროკურატურაში მდგომარეობა მძიმე და დრამატულია. კარგად უნდა შევაფასოთ ის მდგომარეობა რაც წარსულში იყო სამართალდამცველი ორგანოების მიმართ მათ შორის პროკურატურაში და რომელიც არი დღეს. პროკურატურა მუდმივად იყო ხელისუფლებისთვის ყველაზე ახლობელი უწყება, მათ შორის პარლამენტის და გენერალურ პროკურორად ნდობით ყველაზე სანდო ადამიანი ინიშნებოდა. ხელისუფლებას სურს პროკურატურას იყენებდეს, როგორც რეპრესიულ მანქანას იმისათვის, რომ დააშინოს გარკვეული ადამიანები და უკიდურეს შემთხვევაში იზოლირება მოახდინოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პოლიტიკური ავანსცენიდან. ამიტომ ავტორიტარული მიდრეკილების სახელმწიფოში ამგვარ ფუფუნებაზე უარის თქმა არის საკმაოდ რთული. გაცილებით დაბალი რანგის თანამდებობის პირები ინიშნება უმაღლესი ხელისუფლის მხრიდან. მაგრამ აქ კიდევ სხვა საკითხია. იმ ცუდი რეიტინგის ფონზე, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მას სჭირდება ძალაუფლების კონცენტრაცია. მას სჭირდება ადამიანი, რომელიც არის ნაცადი და ხელისუფლება წავიდა იმაზე, რომ საზოგადოების გარკვეული სეგემნტისთვის მიუღებელი პიროვნებაა კვლავ წამოწია, რადგან მას არ აქვს იმის დრო რომ ახალი ექსპერიმენტები გააკეთოს“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.


close დახურვა