ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობების დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრია, რადგან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.
მისივე განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ბრაზილიაში ამაზონელების ინფიცირებაა.
„სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ბევრ ქვეყანაში იზრდება ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია“, - განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა. „დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.
დღევანდელი მონაცემებით, ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევებით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.