logo
ENG



ჯარიმის გაზრდა ცინიზმია - ოპოზიცია პარკირების ახალ რეგულაციაზე საუბრობს

31 ოქტ 201907:47
3 წუთის საკითხავი
 
f8lek7btfeiw4zu.png

მერიის ახალი კანონპროექტი პარლამენტმა განიხილა, თუმცა კენჭი არ უყარა. მიუხედავად ამისა, საწინააღმდეგოს ამბობდა თბილისის მერი. კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აცხადებდა, რომ პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საუბარია არასწორი პარკირების ჯარიმის საფასურზე, რომლის გადასახადიც შესაძლოა, გახუთმაგდეს. 10 ლარის ნაცვლად მძღოლებს, უკვე 50 ლარის გადახდა მოუწევთ. 

"ამოქმედდება და ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდება. ეს არის თემა, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს იმ რეფორმასთან, რაც წამოწყებული გვაქვს,"-აცხადებს კალაძე. 

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, თბილისის მერი კანონის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით კონკრეტულ პერიოდს გულისხმობდა და საზოგადოებამ აღნიშნული არასწორად გაიგო. 

"პირადად მქონდა კომუნიკაცია ქალაქის მერთან და მისი აზრი იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმამდე, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებამდე ამ კანონის ძალაში შესვლა შესაძლებელია, ბოლომდე კარგი არ იყოს",- აცახდებს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმის გაზდრა არასწორია, რადგან ქალაქში მდგომაროება კიდევ უფრო გართულებულია. 

"საპარკინგე ადგილები ქალაქში არ მომატებულა. ისეთივე კრიზისია, რაც მანამდე გვქონდა. პირიქით, მეტი საცობია და მეტი პრობლემაა მოქალაქეებისთვის. ამ ფონზე ჯარიმის გაზრდა არის ცინიზმი. უბრალოდ სანამ გაუვათ, მანამდე დასცინებენ ხალხს",- აცხადებს "ევრიპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.


close დახურვა