logo
ENG



ჯაფარიძე: რას ნიშნავს სავარაუდო კორუფცია?! რა სისულელეს ლაპარაკობენ

03 ივლ 202017:14
3 წუთის საკითხავი
clock 852

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 2018 წლიდან დღემდე მისი და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ტენდერებში გამარჯვების შედეგად 6,264,688 ლარი აქვთ მიღებული.

ჯაფარიძე მის მიმართ ბრალდებებს უარყოფს და TI-ს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ესხმის თავს.

„რას ნიშნავს სავარაუდო კორუფცია, რა სისულელეს ლაპარაკობენ. არ დაინტერესებულხართ, რუსთაველზე მომიტინგეების დარბევის დროს გიგაურმა პრემია რომ მიიღო, რაში დახარჯა? ვთქვათ, ის ქარხანა არ არსებობს და 100 კილომეტრის რადიუსიდან ხომ არ მოიტანდნენ? ვინ მალავს ამ შეწირულობებს? მე რომ შევავსე დამაჯარიმეს ამიტომ მეტი როგორ გითხრათ?!“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.  

ვიქტორ ჯაფარიძე, 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს  კი პარლამენტის წევრი ქართული ოცნების პარტიული სიით გახდა.


close დახურვა