logo
ENG



ჯაფარიძე: სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გავუწევთ

27 ოქტ 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის ინიციატივით ახალ ჰუმანიტარულ პროექტს იწყებენ, რაც რეგიონებში მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას გულისხმობს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პროექტი 4 ნოემბრიდან დაიწყება.

"მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, სადაც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და მათ გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა. ისინი გვიდგანან გვერდში. ჩვენ ჩავალთ შეძლებისდაგვარად ყველა რეგიონში და ჩვენ მოქალაქეებს გავუწევთ სამედიცინო დახმარებას. არჩევანის გაკეთება უწევთ, მივიდნენ ექიმთან კონსულტაციაზე თუ შეიძინონ საკვები. ეს არის უმძიმესი სანახავი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მინიმუმამდე დავიყვანოთ"- თქვა ჯაფარიძემ.


close დახურვა