ემიგრანტები უნდა მივიდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მოაწყონ აქციები, მარტივი მოთხოვნით:
თითოეულ ელჩს უნდა მოსთხოვოთ, რომ გამოვიდნენ და დაგელაპარაკონ, გაგცენ პასუხი, რატომ არიან ჩუმად, რას ფიქრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ არაერთი დედაქალაქიდან იყო ცალსახა გზავნილები, რომ არანაირი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება ევროკავშირთან და ეს არის ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე.
რას ფიქრობენ? რატომ არ იღებენ ხმას? როგორ აპირებენ ამ მდგომარეობის გამოსწორებას? საერთოდ, რაიმეს ფიქრობენ თუ არა?
აქ ვიღაცები დღის შუქზე გვყავს გამოთრეული და ისინი იქ იმალებოდნენ, ვითომ არაფერი ხდება, თან მიღებებზე დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და ოჯახებიანად ცხოვრობდნენ ჩვენს ხარჯზე, ასე არ მოსულა.
საქართველოს მოქალაქეებს გაქვთ უფლება, მიხვიდეთ და ელჩთან აუდიენცია მოითხოვოთ. ჩართეთ ლაივები და გადაიღეთ და აჩვენეთ ყველას, როგორ ემალებიან ქართველი ელჩები საკუთარ ხალხს. რამდენ ხანს დაიმალებიან?