ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს.
დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით.
როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ.
ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის.
რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც.