საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ჰქონდეთ საუბარი ქართული ოცნების ხელისუფლებასთან.
ანდრია ჯაღმაიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა: "თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ირაკლი კობახიძეს სთხოვეთ მათი შეწყალება, გათავისუფლება. კიდევ გაქვთ მცდელობა ან აგრძელებთ, ან მეუფე თუ აგრძელებს ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან საუბარს?".
"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები ამაზე. ახლა უბრალოდ გესმით, ასეთი დღეებია, წინ გვაქვს სინოდი ჩასატარებელი, წინ არის გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ, ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას, ამიტომ, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით.
ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია. ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ, როგორღაც", - თქვა მან.
