logo
ENG



ჯაღმაიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის გადახდილი პარაკლისი ილია 2-ის ცუდად ყოფნას არ უკავშირდება

29 იან 202118:46
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის გადახდილი პარაკლისი ილია 2-ის ცუდად ყოფნას არ უკავშირდება

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სხვადასხვა ეპარქიაში ილია მეორის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი, მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიხადეს. 

"ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს", - დაწერა ჯაღმაიძემ Facebook-ზე

მედიაში პატრიარქის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მარგვეთისა და უბისის, .მესტიისა და ზემო სვანეთის და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიებმა განაცხადეს, რომ დღეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი გადაიხადეს. 


close დახურვა