logo
ENG



ჯაღმაიძის ცნობით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა

27 აგვ 202317:20
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძის ცნობით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღვარმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - უთხრა მან ინტერპრესნიუსს.

შემთხვევა დღეს, 27 აგვისტოს, 14:00 საათის შემდეგ მოხდა.


close დახურვა