logo
ENG



ჯემალ გამახარია: აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეიძლება იყოს არჩეული აფხაზეთში

04 ნოე 201914:44
3 წუთის საკითხავი
 
xe5c44cbjj48s8t.jpg

"აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეიძლება იყოს არჩეული აფხაზეთში,“ - ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აკეთებს. მისი განცხადებით, ამ თემის გააქტიურება ყოველი არჩევნების წინ ხდება და პოლიტიკური პარტიების სურვილი და მიზანია, რომ დამატებით დევნილების ხმები მოიპოვონ.

"ყოველი არჩევნების წინ ხდება ამ თემის გააქტიურება. პოლიტიკური პარტიების სურვილი და მიზანია, რომ დამატებით დევნილების ხმები მოიპოვონ. თუმცა, თვითონაც კარგად იციან, რომ ენგურს გამოღმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არის შეუძლებელი. ეს რომ იყოს შესაძლებელი, ასეთი არჩევნები დიდი ხნის წინ მოხდებოდა. ენგურს აქეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სამწუხაროდ ვერ ავირჩევთ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეიძლება იყოს არჩეული აფხაზეთში," - განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ.

შეგახსენებთ, რომ  აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების 2020 წელს ჩატარების ინიციატივით ,"ევროპული საქართველო" გამოდის. ინიციატივის დეტალები მედიას პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააცნო. შესაბამის კანონპროექტს, საკანონმდებლო ორგანოში, პარტია დღეს დაარეგისტრირებს.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა დევნილებმა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები 1991 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.


close დახურვა