logo
ENG



ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

03 თებ 202110:07
3 წუთის საკითხავი
 
ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. 

ტრანზიცია 1-ლ ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც ბეზოსი წავა მის მიერვე 27 წლის წინ დაარსებული კომპანიიდან. აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ამჟამად ამაზონის ვებ სერვისების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი დაიკავებს. 

ენდი ჯესი დგას გადაწყვეტილების მიღმა, რომლითაც ამაზონმა ტრამპისტულ, ულტრამემარჯვენე პლატფორმას, Parler-ს, სადაც კონსპირაციის სხვადასხვა თეორია ვრცელდება, ჰოსტინგი გაუთიშა. 

ჯეფ ბეზოსი ამაზონს ტოვებს მაშინ, როცა მისი საბაზრო ღირებულება $1.7 ტრილიონი დოლარია  და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. 

მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბეზოსი რჩება ამაზონის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად. 


close დახურვა