ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად პლატფორმა freebusiness.ge შეიქმნა.
პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები კონკრეტული ბიზნესის პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეძლებენ.
"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის, პლატფორმის მხარდამჭერი ბიზნესკომპანიები ბიდიო საქართველო, GEC Consulting, არსი, ამადეო, ჰილ ინნ არიან.
სია განახლებადია და ნებისმიერ ბიზნესკომპანია შეუძლია ჩართვა.