ჰარი პოტერის ავტორი კორონავირუსისგან განიკურნა. ჯოან როულინგი აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა. ტვიტერში ბრიტანელმა მწერალმა საზოგადოებას გაუზიარა სუნთქვის ტექნიკა, რომელიც მას დაავადების სიმფტომების მართვაში დაეხმარა.
54 წლის როულინგმა სახლებში მყოფი ბავშვების გართობის მიზნით ჰარი პოტერის აუდიო და ელექტრონული ვერსიები ინტერნეტში უფასო გახადა.