logo
ENG



ჯონსონის თქმით, ბუჩაში მომხდარი "არაფრით ჩამოუვარდება გენოციდს"

06 აპრ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ბუჩას ქუჩებში ჩაცხრილული გაკოჭილი ცხედრები "არაფრით ჩამოუვარდება გენოციდს".

რუსებისგან გათავისუფლებული ბუჩას ქუჩებში აღმოჩენილი ცხედრების ხილვამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქალაქში მოკლეს და აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები.

"როდესაც ვუყურებთ, რა ხდება ბუჩაში, იმის გამოვლინდა, რასაც რუსეთი პრეზიდენტი, სჩადის უკრაინაში, რაც ჩემთვის არაფრით ჩამოუვარდება გენოციდს. გასაკვირი არაა, რომ ხალხს ასეთი რეაქცია აქვს", - თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იღონოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მასობრივი მკვლელობა შეჩერდეს, რაც მან 1995 წელს ბოსნიაში გენოციდს შეადარა.


close დახურვა