logo
ENG



ჯონსონი: საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შევძლებდი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას

03 მაი 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

ბორის ჯონსონის საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ აღიარებს, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და მზად ჰქონდა გეგმაც, როგორ უნდა გამოეცხადებინათ ექიმებს მისი გარდაცვალების შესახებ.

გაზეთ "სანისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბორის ჯონსონი იმასაც აღიარებს, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მას დიდი ოდენობით ჟანგბადს აძლევდნენ. "საკუთარ თავს ვეკითხებოდი,  როგორ შევძლებდი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას" - აცხადებს ბორის ჯონსონი"სანთან" ინტერვიუში. 

ბრიტანეთის პრემიერი კორონავირუსით 26 მარტს დაინფიცირდა. 10 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ის უკვე სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ პრემიერი მამაც გახდა. 


close დახურვა