logo
ENG



ჯონსონი დონეცკსა და ლუგანსკზე: საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ძალიან ცუდი ნიშანია

22 თებ 202200:36
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი დონეცკსა და ლუგანსკზე: საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ძალიან ცუდი ნიშანია

დიდი ბრიტანეთის პრემერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. 

ჯონსონის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი "ძალიან ცუდი ნიშანია".

"ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის დარღვევა, მინსკის პროცესის შეწყვეტა, შეთანხმების უარყოფა. ვფიქრობ, ეს ავისმომასწავლებელი, ძალიან ცუდი ნიშანია", - განაცხადა ჯონსონმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება. 

პუტინისვე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში მომზადდება.


close დახურვა