logo
ENG



ჯოშუა ჰაკი: ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რაც დახმარების პროგრამების შეჩერებასაც მოიცავს

23 ივლ 202423:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/utn2tivbbsdraf3.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი ამბობს, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად მუშაობს დამატებით ნაბიჯებზე, რომელიც მოიცავს "დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას, პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას".

ეს განცხადება მან აშშ-ის კონგრესში გააკეთა, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია.

"6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს, როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან კავშირში მყოფი ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უწყებათაშორის კოლეგებთან დამატებით ნაბიჯებზე, ეს მათ შორის მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას", - თქვა მან.

ჯოშუა ჰაკმა სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რუსულ კანონზე, მოახლოებულ არჩევნებსა და მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა.

ჯოშუა ჰაკის სიტყვა სრულად


close დახურვა