logo
ENG



ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

20 თებ 202314:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/5zk8jqgnwc8ih7s.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

საჰაერო განგაშის გამოცხადება უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზიდან MiG-31K-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენის აფრენას უკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელად ჩავიდა. ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლონეთში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.


close დახურვა