logo
ENG



ჯო უილსონი ბალტიის ქვეყნების საგარეოს მინისტრებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით შეხვდა

06 თებ 202520:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/06/zj7slqcklwiatbd.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.

"მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს. ბალტიისპირეთის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მადლობელი ვართ მათი დამოუკიდებლობისთვის", - წერს უილსონი X-ზე.


close დახურვა