კუბის დედაქალაქ ჰავანაში სასტუმროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ხოლო 60-ზე მეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბენზინით სავსე ცისტერნას, რომელიც სასტუმრო Saratoga-სთან იყო დაყენებული, ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მოხდა აფეთქება და რამაც შენობის რამდენიმე სართული დაანგრია.
მე-19 საუკუნის ისტორიული სასტუმრო პოსტ-პანდემიის შემდეგ ოთხ დღეში უნდა გახსნილიყო. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
კუბის პრეზიდენტის თქმით, დაღუპულებს შორის არიან ორსული ქალი და ბავშვი.
"ეს არ ყოფილა ბომბი ან ტერაქტი, ეს უბედური შემთხვევა იყო", - თქვა მიგელ დიას-კანელმა.