ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლისიჩანსკიდან გასვლა რთული აღმოჩნდა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო.
ჰაიდაის თქმით, რუსეთმა ახლა კონტროლი ლისიჩანსკზე, ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქზე აიღო, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სწორედ ამის გამო უკრიანის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ.
"გასაგებია, რომ ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ბიჭები ცოცხლები არიან, ტექნიკა ხელუხლებელია, ყველას შეუძლია რუსეთის არმიასთან ბრძოლა გააგრძელოს," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისთვის წარმოუდგენელი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა განალაგეს. ამასთან, ის ამბობს, რომ უკრაინელი დამცველები ბრძოლას გააგრძელებენ.