logo
ENG



ჰაიდაის თქმით, უკრაინის პოზიცია ოდნავ გაუარესდა

06 ივნ 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/5c0vz7qh2iv96nn.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, უკრაინის პოზიცია ოდნავ გაუარესდა.

ჰაიდაი აღნიშნავს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები ახლა სევეროდონეცკში მიმდინარეობს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში.

"ჩვენი დამცველები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტრშეტევის განხორციელებას ახერხებდნენ, თითქმის ნახევარი ქალაქი გაათავისუფლეს, მაგრამ ახლა ჩვენთვის სიტუაცია ოდნავ ისევ გაუარესდა," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა