![2022/09/19/7sicoxhj2y7y10i.jpg](/uploads_script3/articles/2022/09/19/7sicoxhj2y7y10i.jpg)
უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში, რუსების ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, ნოვოაიდარიში " მტრის ტექნიკა და პირადი შემადგენლობაც განადგურდა."
"კადიივკა და ნოვოაიდარი
მათ ეუბნებოდნენ, რომ მოწევა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლეს... არ მოუსმინეს.
კადიივკაში [სტახანოვი] ადგილობრივ კულტურის სასახლეში რაშისტების ბაზა განადგურდა.
ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე მტრის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა განადგურდა.
გაგრძელება იქნება."- წერს ჰაიდაი.