ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ბელოგოროვკაზე მტრის თავდასხმების რაოდენობა შემცირდა.
"პოპასნაია, გმირების ქალაქი, აუცილებლად აღდგება. ბელოგოროვკაზე მტრის თავდასხმები რაოდენობა შემცირდა - ორკები რეზერვების განახლებას ელიან.
სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით ჯარისკაცებს ბრძოლაში უშვებენ, მაგრამ ეს მათ არ შველის - ისინი, როგორც ახლად მობილიზებულები, დამარცხების შემდეგ, ბრძოლის ველიდან გარბიან", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
22 იანვარს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ლუჰანსკის ოლქში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კრემენაიას გაათავისუფლებენ, გზა რუბიჟნესა და სევეროდონეცკისკენ გაიხსნება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.