logo
ENG



ჰაიდაი: ვითარება ლუჰანსკის მიმართულებით დაძაბულია, ოკუპანტები შეტევისთვის ემზადებიან

05 თებ 202313:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/05/rh8g21k3c3ufr7l.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ვითარება ლუჰანსკის მიმართულებით დაძაბულია, ოკუპანტები შეტევისთვის ემზადებიან.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 წუთში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყება, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა მეთაურს და მებრძოლს ესმის, რა ხდება ფრონტის ხაზზე. ყველა მზადაა საპასუხოდ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, მტერმა ლუჰანსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები ყველა შეტევას წარმატებით იგერიებენ.

"ახლა რუსეთის ფედერაციაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბელოგოროვკას უკვე მტერი აკონტროლებს, თითქოს ხალხი გამოიყვანეს. ჯერ ერთი, არც კი იციან, არის თუ არა და რამდენი არიან. და მეორეც, ჩვენი მებრძოლები პოზიციებზე არიან, ტყვედ არავინ წასულა, იქ მტერი არ არის", - განაცხადა ჰაიდაიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა