ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, კრემენაიას მიმართულებით რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.
"კრემენაიას მიმართულებით რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. რამდენიმე დღე ზედიზედ, რაშისტები ჩვენს პოზიციებს უტევდნენ, როგორც კრემენაიას, ისე ბელოგოროვკას მიმართულებით", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 თებერვალს ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.