logo
ENG



ჰაიდაი: ლუგანსკში უსაფრთხო ადგილები აღარ არის დარჩენილი, ევაკუაცია ახლავე უნდა მოხდეს

18 აპრ 202211:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/18/zxrjbpr3wco60fh.jpg

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ჰაიდაის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში უსაფრთხო ადგილები აღარ არის დარჩენილი.

“ევაკუაცია ახლავე უნდა მოხდეს, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია თქვენი გადარჩენა.

ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენთან ერთად წავიყვანთ ადამიანებს იმ ადგილებიდან, საიდანაც შევძლებთ. უკვე ძალიან რთულია რუბიჟნეს, პოპასნას, ჰირსკეს დატოვება. დღეისათვის უსაფრთხო ადგილები აღარ არის დარჩენილი". - განაცხადა ჰაიდაიმ.

ჰაიდაის განცხადებით, ევაკუაცია მოხდება ორშაბათს, პოპასნადან, რუბიჟნედან, ჰირსკიდან, სევეროდონეცკიდან და ლისიჩანსკიდან, მაშინაც კი, თუ ევაკუაციის ოფიციალური მარშრუტები რუსულ ძალებთან შეთანხმებული არ იქნება.

უკრაინაში ომი 54-ე დღეა მიმდინარეობს. რუსული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.


close დახურვა