logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება

09 დეკ 202211:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/3ezl4os8fkcfko9.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება.

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის მომზადებული რუსული ჯარი, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ ახალ წელს კრემენაიაში წავსულიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის ბოლოს, ჩვენ უკვე მივაღწევთ სადემარკაციო ხაზს. საბოლოოდ, 2023 წელს, მთელი ლუჰანსკის რეგიონი გათავისუფლდება", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კარგად მომზადება მოახერხეს, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ლუჰანსკის რეგიონში არც ისე სწრაფია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა