logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის ოლქში 11 დასახლება დეოკუპირებულია

12 ნოე 202217:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/dszggxr17wzafnc.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში 11 დასახლება დეოკუპირებულია.

ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლუჰანსკის ოლქში წინსვლა აქვთ, მაგრამ მისი თქმით, ოკუპირებულ ქალაქებში კრიზისული მდგომარეობაა.

"ფრონტის ხაზის ირგვლივ სოფლები უკაცრიელდება, რაშისტები ხალხს სახლებიდან აძევებენ. დიდი ოკუპირებული ქალაქები, როგორიცაა სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, რუბიჟნე, კრიზისულ მდგომარეობაშია. ოკუპანტები იტყუებიან ამ ქალაქების განაღმვით", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

31 ოქტომბერს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ლუჰანსკის ოლქის 9 დასახლება გაათავისუფლეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა